გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: ჩემი გადმოსახედიდან, მოქმედ მერს, კახი კალაძეს ალტერნატივა არ აქვს, დაველოდოთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას

28-05-2025

ჩემი აზრით, ჩემი გადმოსახედიდან, მოქმედ მერს, კახი კალაძეს ალტერნატივა არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში - „აქტუალური თემა" მმართველი გუნდის მერობის კანდიდატთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე მიიღება.


„კახი კალაძეს უკვე აქვს მომზადებული ოთხწლიანი გეგმა თბილისის განვითარებისთვის. ამ გეგმაზე მუშაობა სრულდება. ის მონახაზი, რაც ნანახი მაქვს, არის ძალიან საინტერესო და იძლევა საშუალებას, რომ ოთხი წლის თავზე ჩვენი დედაქალაქი გახდეს კიდევ უფრო განვითარებული, კიდევ უფრო გალამაზებული, კიდევ უფრო მეტად გამწვანებული და რა თქმა უნდა, დასანანი იქნებოდა, განვითარების ეს პროცესი სხვა მიმართულებით წარიმართოს. ეს არის ჩემი შეხედულება. დაველოდოთ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.