გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

"როდის "მოვკლათ" ბიზნესი?" - თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

28-05-2025

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” გრძელდება. შემდეგი შეხვედრა 29 მაისს, თბილისში გაიმართება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა - “როდის მოვკლათ ბიზნესი?”.


ამჯერად, მრგვალი მაგიდის გარშემო მოწვეული სტუმრები: გაბრიელ მელივა (ტექ. ანტრეპრენერი); სოფო ბალავაძე (სელფი მობაილის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი) და ელენე ზამთარაძე ("შავი პომიდორის" დამფუძნებელი) საკუთარ ისტორიას გაგვიზიარებენ ბიზნესის წამოწყების და მასთან დამშვიდობების შესახებ. ასევე, რა სიმპტომებით ხასიათდება წარუმატებელი ბიზნესი, რა ფაქტორები იწვევს მას და როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბიზნესი “მოსაკლავია”.


სპიკერები, აუდიტორიას, საკუთარი ისტორიებიდან გამომდინარე, მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ იყენებენ მიღებულ ცოდნას ახალ წამოწყებებში.


თიბისი ბიზნესის “ხუთშაბათის შეხვედრებზე” დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციის გავლა შემდეგ ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა