| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
28-05-2025
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მონაწილეობს. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანიაა წარდგენილი. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო Panorama Lisi Grand Hotel-ის წარმომადგენელი მართა დარციმელია.
„ITB CHINA 2025-ის გამოფენაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის, ბევრი ტურისტული კომპანია დაინტერესდა საქართველოთი. ჩინური ბაზარი ერთ-ერთი მზარდი და საკმაოდ დიდია, შესაბამისად ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით ჩინეთიდან საქართველოში. შარშანაც გვყავდა ძალიან ბევრი ჩინელი სტუმარი სასტუმროში და მას შემდეგ, რაც სავიზო რეჟიმი მოიხსნა ძალიან ბევრ სტუმარს ველოდებით“-აცხადებს მართა დარციმელია.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობს და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრება.
2-03-2026