გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რობერტ ფიცო: სლოვაკეთი პატარა სკოლის მოსწავლე არ არის, რომელსაც დამოძღვრა სჭირდება

28-05-2025

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი პატარა სკოლის მოსწავლე არ არის, რომელსაც დამოძღვრა სჭირდება.

„სლოვაკეთის სუვერენული პოზიციები ამაოებიდან არ გამომდინარეობს, არამედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზეა დაფუძნებული. ერთიანი სავალდებულო მოსაზრების პოლიტიკა სუვერენიტეტისა და დემოკრატიის უარყოფაა“, - თქვა ფიცომ.


სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ინიციატივას, რომ ევროკავშირმა სლოვაკეთს ევროპული ბლოკის პოლიტიკისგან გადახვევის გამო დაფინანსება შეუჩეროს.


„როდესაც ასეთ აგრესიულ შენიშვნებს ისმენ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს არც ისე კარგ დროში ვცხოვრობთ. გერმანიის კანცლერის სიტყვები თანამედროვე ევროპაში აბსოლუტურად მიუღებელია.


თუ არ დავემორჩილებით, დავისჯებით? ეს არ არის ერთიანობისა და თანამშრომლობის გზა.


მე მჯერა, რომ ამას განვმარტავთ, რადგან კომუნიკაციის ასეთი სტილი კონტრპროდუქტიულია“, - აღნიშნა ფიცომ.