« ოქტომბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |
29-05-2025
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, ტურისტულ გამოფენაში ITB-China 2025 მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე 30-მდე სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყო წარდგენილი.
გამოფენაზე საქართველოს მონაწილეობას აფასებს ტურისტული კომპანია Travel Door.
„ჩვენი კომპანია აზიის ერთ-ერთ წამყვან გამოფენაში მონაწილეობდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და სხვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ტურისტული ნაკადი ამ ქვეყნიდან. ITB-China 2025 გვაძლევს საშუალებას, კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ საქართველოს ტურისტული პოტენცალი, გავაღრმავოთ ურთიერთობები ადგილობრივ ტურისტულ სააგენტოებთან და ხელი შევუწყოთ ტურისტული ნაკადების ინტენსიურ ზრდას ჩინეთიდან“- აცხადებენ Travel Door-ში.
ITB CHINA 2025 ჩინეთის ქალაქ შანხაიში სამი დღის განმავლობაში მომდინარეობდა და მას მსოფლიოს 90-მდე ქვეყნიდან 1500-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია ესწრებოდა.