გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის დასუსტებული, ამ სისუსტის ფონზე უპირისპირდებიან ერთმანეთს

29-05-2025

მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები იძულებული გახდნენ, გარე დავალებების საფუძველზე არ შესულიყვნენ პარლამენტში, რითაც მათ დაკარგეს მთავარი ტრიბუნა, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას.


„ოპოზიციაში დაპირისპირება არის სისუსტის ნიშანი, ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული, რაც არის იმ პროცესების შედეგი, რაც გამოვიარეთ ჩვენ არჩევნების შემდეგ. ისინი იძულებული გახდნენ, გარე დავალებების საფუძველზე არ შესულიყვნენ პარლამენტში, შესაბამისად, მათ დაკარგეს მთავარი ტრიბუნა, რომელიც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ პარტიას. ასეთ პირობებში მთელი რადიკალური ოპოზიციური სპექტრი არის სრულიად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე ისინი უკვე უპირისპირდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო, საინტერესო არც ის არის, თუ ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, ასეც და ისეც საქართველოში შედგება სრულფასოვანი არჩევნები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.