გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მე-14 გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

30-05-2025

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი წელს 100 კადეტმა დაამთავრა.


კადეტებს ლიცეუმის დასრულება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.


ღონისძიება ლიცეუმის პედაგოგების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა.


ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და კადეტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლიცეუმის მე-14 გამოშვების კურსდამთავრებულებს შორის 7 ოქროსა და 8 ვერცხლის მედლის კანდიდატია.


კურსდამთავრებულთა ნაწილი სწავლას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში განაგრძობს. ლიცეუმში სწავლის პერიოდში კადეტები წარმატებით მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის, ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, კონკურსებსა და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებაში.


გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ და ფიზიკურ აღზრდას და სამხედრო-სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისთვის მათ მომზადებას.