გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კრწანისში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საიუბილეო ღონისძიება აღინიშნა

30-05-2025

30 მაისი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დაარსების დღეა. ცენტრის ხელმძღვანელობასა და პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ მიულოცეს.


სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ცენტრის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მის განვითარებაში საერთაშორისო პარტნიორების შეტანილი წვლილი აღნიშნეს. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინიკოვმა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილემ დეილ ვუდჰაუსმა და JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ.


ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა უწყებრივი მედალი და სიგელები გადაეცათ. სამხედროების ნაწილს მადლობა გამოეცხადა. ჯარისკაცები საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა დალოცა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის ბაზაზე არსებული სიმულაციური საშუალებების დათვალიერების საშუალება ჰქონდათ.


ღონისძიებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმომადგენლები დაესწრნენ.