გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პრემიერი ბაჩიაშვილზე: როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს

31-05-2025

რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, დაინტერესდებიან თუ არა შესაბამისი უწყებები ბაჩიაშვილის ინფორმაციით, რომ ის გაიტაცეს და საქართველოში ისე ჩამოიყვანეს.


პრემიერის თქმით, თეორიულადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი ოპერაცია, ის არის თავიდან ბოლომდე კანონის ფარგლებში.


„ესეც რომ წარმოვიდგინოთ, როდესაც ადამიანს აქვს 11 წელი შეფარდებული და მას ოპერაციის საფუძველზე აკავებენ და აღასრულებენ კანონს, ეს არის თავიდან ბოლომდე კანონიერი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, არ ვიცი, ამ შემთხვევაში, არამარტო კომპლიმენტები, არამედ ღირსების მედალიც, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით შესაბამისი ოპერაციის ავტორებს", - განაცხადა პრემიერმა.