გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბიძინა ივანიშვილი: ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია, ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია

1-06-2025

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას და „პსჟ“-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებას ულოცავს.


„ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!


ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით, გუნდთან ერთად მოიპოვა!


ვულოცავ მთელ საქართველოს, ვინაიდან, თითოეული ჩვენგანისთვის ეს გამარჯვება დიდი სიხარულისა და სიამაყის მომტანია.


მჯერა, რომ ეს მიღწევა ხვიჩას კარიერულ გზაზე კიდევ უფრო მეტი წარმატებისა და გამარჯვებისკენ გადადგმული ნაბიჯია.


ჩვენს ღირსეულ ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მომავალშიც არაერთი გამარჯვებითა და ტიტულით გაახაროს და ასახელოს საკუთარი სამშობლო“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.