გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა

2-06-2025

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციას ახდენდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, ჰეროინი“, „კოკაინი“ და „ალფაპევეპე“.


1 პირს ბრალდება 2603-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 1 პირს 260-ე მუხლის პირველი, მეორე და 2603 -ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილებით, 1 პირს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით და 2603-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 1 პირს 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით, ხოლო 1 პირს 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.