გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

"ქართული სამზარეულო სიამოვნებაზე მეტია - ის ცოცხალი კულტურაა"-შვეიცარიული გამოცემა Blick

3-06-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ის ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, შვეიცარიული გამოცემა Blick საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.  სტატიაში მიმოხილულია საქართველოს ტურისტული პროდუქტები, ბუნება, კულინარია და ღვინო.


„რაც ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო საქართველოში მოგზაურობის დროს ეს  ქართული კერძები და ღვინოა, ქართული სამზარეულო სიამოვნებაზე მეტია - ის ცოცხალი კულტურაა“- წერს Blick.


სტატიაში აღწერილია საქართველოში ღვინის წარმოების 8 ათასწლოვანი ტრადიცია, ქვევრში ღვინის მომზადების წესებით. ავტორი შვეიცარიელ მკითხველს აცნობს მარანში მიღებულ შთაბეჭდილებს, ასევე ქართულ ეროვნულ კერძებს.