გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მერაბ ქვარაია: 600 000 ადამიანი შვებით ამოისუნთქებს

19-11-2018

„600 000 ადამიანი შვებით ამოისუნთქებს და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია - თითოეული მათგანი საფინანსო ვალდებულებითი თვალსაზრისით სუფთა ფურცლიდან დაიწყებს ცხოვრებას“-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.


„ამ არაჩვეულებრივ აქციას შემდგომი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს, რათა საბანკო სექტორთან ურთიერთობა სიკეთის მომტანი იყოს მოსახლეობისთვის და არა პირიქით. საჭიროა ზუსტი რეგულაციები, რომ არც საბანკო-საფინანსო სისტემა დაკნინდეს და არც მოსახლეობა დაზარალდეს მათგან.


ის პრაქტიკა, რომ ადამიანები უკანასკნელ საცხოვრისსაც კი კარგავდნენ და ლამის ცხოვრების პერსპექტივა ეკარგებოდათ სასესხო ვალდებულებების წნეხქვეშ, ეს უნდა დასრულდეს“-განაცხადა ქვარაიამ.