გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ალექსანდრე მოწერელია: სახელმწიფო მზადაა დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს

20-11-2018

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მდებარე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ოჯახის შვიდმა წევრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი.

 

"ექიმების შეფასებით, მძიმე დამწვრობა ოჯახის სამმა წევრმა მიიღო და მათ თბილისში გადაყვანას განიხილავენ. სახელმწიფო მზადაა დაზარალებულებს ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს. სამწუხაროდ, ხანძრით დაზარალებულებს შორის არის ორი ბავშვიც,“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ