გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში იმყოფება

8-06-2025

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიცაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს კონფერენციაში: „მდგრადი განვითარების მიზნებისთვის, ოკეანეების, ზღვების და საზღვაო რესურსების დაცვა და მდგრადი გამოყენება“.


კონფერენციაში 100-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, გარემოს დაცვის მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობენ. განხილვის მთავარი თემაა ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურების შემცირება, ზღვის ეკოსისტემების აღდგენა და საზღვაო ბიომრავალფეროვნების დაცვა.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენას საზღვაო გარემოზე და საერთო გლობალურ მიდგომებს აღნიშნული საფრთხის წინააღმდეგ.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად საფრანგეთში იმყოფება მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.