გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს

10-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში,  იმერეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლში, ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდარღვევები გამოვლენილია ტყიბულის, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტებში, მდინარეებზე: წყალწითელაზე, სულორსა და კუხაზე;  ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე და   კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე.


ვინაიდან ხუთივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო  თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.