« ოქტომბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 | 31 |
11-06-2025
HSC Group Hospitality დირექტორისა და სასტუმრო Glarros OldTown-ის მმართველის გიორგი დოლიძის განცხადებით გაზაფხულსა და ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროს დატვირთულობა და ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა.
„სეზონი საკმაოდ დატვირთულად დაიწყო. აპრილში გვქონდა 92%, ხოლო მაისში 87% დატვირთულობა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გვაქვს 8-10%-იანი ზრდა, როგორც დატვირთულობაზე, ასევე ფასების ზრდის კუთხით.
ეტაპობრივად იმატებს ევროპელი ტურისტების რიცხვი, რაც წლიდან წლამდე მეტად ხელშესახები გახდება. აქტიურადაა ჩინეთი, ინდოეთი და სტატისტიკაში პირველ რიგებში მყოფი ქვეყნები: როგორიცაა ისრაელი, სპარსეთის ყურის სახელმწიფოები და მეზობელი ქვეყნები.ვფიქრობ, ივნისის თვეს დავხურავთ 90%-იანი ნიშნულით“-აცხადებს გიორგი დოლიძე.