გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან დავითაშვილი: უნგრეთთან მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში, ხელს მოვაწერთ მემორანდუმს თანამშრომლობაზე ტექნოლოგიების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში

11-06-2025

„უნგრეთთან განსაკუთრებული სტრატეგიული თანამშრომლობა გაგვაჩნია, რომლის ფარგლებშიც ასევე გვაქვს სპეციალური ფორმატი - მთავრობათშორისი სამიტი, რომელიც უკვე გაიმართა საქართველოში და ახლა ჩვენ განმეორებით სამიტს ვატარებთ ბუდაპეშტში. სამიტის ფარგლებში თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას ვგეგმავთ. ამ კონკრეტული სამიტისას, ჩვენ ხელს მოვაწერთ ახალ მემორანდუმს, რომელიც შეეხება თანამშრომლობას ტექნოლოგიების, ინოვაციების და კვლევის სფეროში. ასევე ვისაუბრებთ სავაჭრო - ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საინვესტიციო მიმართულებებზე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა. „ესკ არგი წინაპირობაა იმისთვის, რომ უნგრეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელება დაიწყოს და ასევე ვითანამშრომლებთ ტრანსპორტისა და გადაზიდვის სფეროებში," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ეწერება დღევანდელი სამიტის ფარგლებში. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების, კვლევებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.