გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ეხება საკმაოდ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა მაგალითად თაღლითობა, დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული

12-06-2025

დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად ინდა იყოს დაცული და, სწორედ, ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც შედის სისხლის სამართლის კოდექსში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ბუდაპეშტში განაცხადა.


მისივე თქმით, ცვლილებები ეხება მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, მაგალითად, როგორიცაა თაღლითობა, რაც სერიოზული ზიანის მომტანია დაზარალებული პირისთვის.


„საქმე ეხება საკმაოდ მძიმე კატეგორიის დანაშაულებს, როგორიცაა თაღლითობა და ა.შ. რაც სერიოზული ზიანის მომტანია შესაბამისი დაზარალებული პირებისთვის და ხშირად ხდება ხოლმე ისე, რომ ასეთი ადამიანები, დამნაშავეები სერიოზულ ზარალს აყენებენ სხვა პირებს. შემდეგ მოიხდიან ხოლმე სასჯელს, გამოდიან და სარგებლობენ მითვისებული ქონებით. იმისათვის, რომ ასეთი გეგმა არავის ჰქონდეს და ასეთი ინტერესი არავის გაუჩნდეს, მნიშვნელოვანია, გამკაცრდეს კანონმდებლობა. დაზარალებულის ინტერესები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული და, სწორედ, ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომელიც შედის სისხლის სამართლის კოდექსში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.