გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახალი პროექტი – საზაფხულო სკოლა იწყება

13-06-2025

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს – საზაფხულო სკოლას იწყებს. 

 

საზაფხულო სკოლა, არსებული რესურსსკოლების ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების გამოყენებით, მოსწავლეებსა და მომავალ პირველკლასელებს მრავალფეროვან პროგრამებს შესთავაზებს, რაც მათ სოციალურ-ემოციურ, ფუნქციურ და პიროვნულ უნარებს გააძლიერებს.

 

საქართველოში 7 რესურსსკოლა ფუნქციონირებს, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებში  დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სთავაზობს დამატებით მხარდაჭერას როგორც აკადემიური ასევე ყოველდღიური, ყოფითი უნარების განვითარების მიმართულებით.

 

სწორედ აღნიშნული რესურსსკოლები, საზაფხულო არდადეგების პერიოდში განვლილი სასწავლო წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესის შენარჩუნება-გაუმჯობესებისა და სსსმ მოსწავლეთა ოჯახების მხარდაჭერისთვის, მოსწავლეებს შესთავაზებენ დამატებით მომსახურებას 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით.

  

აღნიშნულ პერიოდში მომავალ პირველკლასელებსაც ექნებათ შესაძლებლობა, დაუახლოვდნენ სასკოლო გარემოს, არაფორმალურ გარემოში გაიცნონ მომავალი აღმზრდელები და თანასკოლელები, რაც ბევრად გაუადვილებთ სკოლაში ტრანზიციას.  

 

მშობლებს დღეიდან აქვთ შესაძლებლობა, მიმართონ რესურსსკოლების ადმინისტრაციას მოსწავლის რეგისტრაციის თაობაზე.