გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა

13-06-2025

საპროკურორო საბჭომ, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო, გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი დაიწყო, რაც კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად 1 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.


საპროკურორო საბჭოს წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტის მიერ „პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებაზე , რომლის თანახმადაც, საპროკურორო საბჭოს წევრებმა, კანონით დადგენილ ვადაში, საქართველოს პარლამენტისთვის გენერალური პროკურორობის კანდიდატი უნდა წარმოადგინონ.


„პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, საპროკურორო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს დაასახელოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატი. გენერალური პროკურორობის კანდიდატი საპროკურორო საბჭოს მიერ მხარდაჭერილად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.


საპროკურორო საბჭო, მის მიერ მხარდაჭერილ გენერალური პროკურორობის კანდიდატს, შესაბამისი დასაბუთებით, წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
საპროკურორო საბჭოს მორიგი სხდომა 17 ივნისს გაიმართება, რა დროსაც საბჭოს წევრები გენერალური პროკურორობის კანდიდატებს წარმოადგენენ.