გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

13,14 და 15 ივნისს ქუთაისი გემო ფესტს მასპინძლობს

14-06-2025

საქართველოს ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გასტრონომიული ფესტივალი იმერეთში გაიმართება.  ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში ქუთაისელებსა და ქუთაისის სტუმრებს საშუალება აქვთ სამი დღის განმავლობაში დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები.  

ფესტივალში იმერეთიდან 50-მდე ღვინის, კვების და სამეწარმეო ობიექტი ღებს მონაწილეობას.

მოეწყო კ ვების სივრცეები, სამეწარმეო და ღვინის ბაზარი, გასართობი სივრცეები და ფოტო ზონები. გემო ფესტის ფარგლებში გაიმართ კონცერტი.

ფესტივალის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდა.  

გემო ფესტი იმერეთის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და კომპანია ბორჯომი.