გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

კასპის სოფელ ქვემო ჭალაში შიდა საუბნო გზები ეწყობა

15-06-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში შიდა საუბნო  მე -18 ქუჩაზე ასფალტის საფარის პირველი  ფენის დაგება დასრულდა.


ქუჩის ასფალტირების სამუშაოს  მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.


789 გრძივი მეტრი  გზის სამუშაოს, სადაც ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა შპს „იბოლია“ ახორციელებს.


პროექტი რეგიონის განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება 635 000  ლარია.


მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას ვაგრძელებთ. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა, პროექტის დასრულება კი უზრუნველყოფს ადგილობრივების  მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით გადაადგილებას - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

#საგზაოინფრასტრუქტურა

#კასპი2025