| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
17-06-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო შეძენა-შენახვისა და კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: 1971 წელს დაბადებული კ.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.ც. და 1985 წელს დაბადებული გ.ჯ.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება მათ შორის: ,,მეთადონი", „ლირიკა“ და „მცენარე კანაფი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლით.
2-03-2026