გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ლევან დავითაშვილი: სლოვაკეთი საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ევროინტეგრაციის პროცესშ

17-06-2025

„სლოვაკეთი საქართველოს ურყევი მხარდამჭერია ევროინტეგრაციის პროცესში. სლოვაკეთი ყველა პლატფორმაზე აფიქსირებს საქართველოს მხარდაჭერას და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკეთთან ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარება," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ ქართულ-სლოვაკურ მეგობრობის საღამოში.


როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთთან ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა გასული წლიდან დაიწყო. „ჩვენ ვხედავთ, რომ საინვესტიციო აქტივობა სლოვაკეთიდან საქართველოში დღითიდღე იზრდება. ძალიან ბევრი პროექტი განხილვისა და განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა სლოვაკეთთან, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას ეხება," - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი და საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აგრეთვე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში კონსტანტინე ქვაჩაკიძე, „იბერია ბიზნეს ჯგუფის" დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი და „ჯინო ჰოლდინგის" დამფუძნებელი ნოდარ გიორგაძე.


ქართულ-სლოვაკური მეგობრობის საღამო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას ისახავდა მიზნად. საღამოს ესწრებოდნენ სლოვაკი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სპორტშიც, მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ. ქართულ-სლოვაკური საღამო სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით მოეწყო.