გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით, ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა

18-06-2025

გენერალურ პროკურორად წარდგენილი კანდიდატი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ჰქვია ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა.


„ბატონი გიორგი გვარაკიძე არის გამორჩეული მაღალი პროფესიონალიზმით. იმედი მაქვს, რომ ის მოიპოვებს საქართველოს პარლამენტის ნდობას. მგონია, რომ ის კეთილსინდისიერად მოემსახურება იმას, რასაც ჰქვია ჩვენს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის დაცვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.