გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვეტერანი მალხაზ თოფურია: სააკაშვილის დროს რა პენსიას იღებდა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი? - არაფერს, არცერთი დაღუპულის ოჯახი არ იღებდა არაფერს, დღეს 1200 ლარს იღებს 4 000 ოჯახი

18-06-2025

„სააკაშვილის დროს რა პენსიას იღებდა დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი? - არაფერს, არცერთი დაღუპულის ოჯახი არ იღებდა არაფერს“, - ამის შესახებ ვეტერანმა, მალხაზ თოფურიამ განაცხადა, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.


მისივე თქმით, დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 1200 ლარს იღებს 4 000 ოჯახი.


„როცა ორი ფეხი და ხელი გაქვს ვეტერანს, ცოტა უხერხულია „მომხედეთ“, „მაჭამეთ“, ჩემს მშობლებზე მეტი პენსია მე არ მეკუთვნის, არანაირად არ ვთვლი, რომ მე რაღაცა ისეთი გავაკეთე, რომ მეტი უნდა მივიღო. როდესაც დაღუპულის ოჯახს ეხება საქმე, რომელიც ვერასდროს ვეღარ დაეხმარება, შვილები ობლად დარჩება და მას არაფერს არ აძლევ, თითქოს ვალდებული იყო, წავიდა, მოკვდა“, - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.