გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პროკურატურამ გორში, მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

20-06-2025

საქართველოს პროკურატურამ გორში, ოჯახში ძალადობის და მეუღლის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს, გორში, ბრალდებულმა საფანტის პისტოლეტით და დანით, სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს, რომელიც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.


სამართალდამცავებმა ბრალდებული 19 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 19-109-ე მუხლის „თ" და „კ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.