გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

კასპის სპორტკომპლექსში სსრ კავშირის ხუთგზის ჩემპიონის ლავრენტი კაციაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

21-06-2025

კასპის სპორტკომპლექსში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ყოფილი სსრ კავშირის ხუთგზის ჩემპიონის ლავრენტი კაციაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია პირველობა ჭიდაობა სამბოში.


ღია პირველობაში  მონაწილეობა მიიღეს 2010 – 2011- 2012-2013 წლებში დაბადებულმა 120 სპორტსმენმა: ფოთიდან, ქუთაისიდან, თერჯოლიდან, ვანიდან, თბილისიდან, გორიდან, ხაშურიდან, ქარელიდან, მცხეთიდან და კასპიდან.


უმცროსი ასაკიდან პირველი ადგილები კასპელმა დათა ნადირაშვილმა და საბა ჯარმელაშვილმა, ხოლო უფროსი ასაკიდან გიორგი მანჯავიძემ მოიპოვეს.


ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა, კაციაშვილის აღზრდილმა მოჭიდავეებმა გიორგი ბეინაშვილმა, იოსებ მაღალაშვილმა, ალექსანდრე ხუციშვილმა, კახა და სოსო მამულაშვილებმა  და სხვებმა.


ლავრენტი კაციაშვილის სახელობის თასი ფოთელ ანრი აფხაზავას მისმა შვილიშვილმა ლიკა კაციაშვილმა გადასცა.


ლავრენტი კაციაშვილის თაოსნობით კასპში  1976 წელს  ჭიდაობის სპეციალიზებული სკოლა დაარსდა, რომელმაც მრავალი სახელოვანი მოჭიდავე აღზარდა.


ლავრენტი კაციაშვილი წელს 98 წლის გახდებოდა.


ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.