გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: დიფ სთეითი საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე, მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები

23-06-2025

საპარლამენტო გამოძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, როდესაც უპატივცემულობა არის გამოხატული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმართ, ამას ნებისმიერ ქვეყანაში უპირისპირდება სათანადო სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოში.


„საპარლამენტო გამოძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, როდესაც უპატივცემულობა არის გამოხატული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმართ, ამას ნებისმიერ ქვეყანაში უპირისპირდება სათანადო სანქციები. ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში. ჩვენთან მაქსიმალური სასჯელი არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა თავისი შინაარსით შესაბამისად, მას აქვს დანაშაულის კვალიფიკაცია. არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია არის კიდევ უფრო მკაცრი ასეთ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. „დიფ სთეითი საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე. მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები - ეს ძალიან ტრაგიკული და სამწუხარო მოვლენაა", - განაცხადა პრემიერმა.