გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარაში სმენადაქვეითებულ გიდებს გადაამზადებენ

20-11-2018

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში დამწყები და მოქმედი გიდებისთვის ტრენინგები განაახლა. ამჯერად, პროექტი გამორჩეულია, რადგან სწავლის პროცესში სმენადაქვეითებული დამწყები გიდებიც მონაწილეობენ.


ბათუმისა და ქედის ტურისტული მარშრუტების თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგ-პროგრამას ისინი სურდო თარგმანის მეშვეობით შეისწავლიან. რაც სამომავლოდ, ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სმენადაქვეითებული ტურისტებისთვისაც.


დამწყები და მოქმედი გიდები ტრენინგებისას ეთნოგრაფიას, ისტორიას, ექსკურსიათმცოდნეობას, ქართულ ფოლკლორს, გიდის ფსიქოლოგიას, პირველად დახმარებასა და არქიტექტურას შეისწავლიან.


მათთვის ჩატარდება პრაქტიკული, საველე გასვლებიც, სადაც მარშრუტზე არსებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, პროდუქტებსა და სერვისებს გაეცნობიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბოლო წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გიდების ჩათვლით ტურიზმის სექტორში დასაქმებული 2700 მოქალაქე გადაამზადა.


imedinews.ge