გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ ახალშენში სარწყავი არხი გაიწმინდა

25-06-2025

შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  ფარგლებში,   ხონი-სამტრედიის სარწყავ სისტემაზე სამუშაოები განახორციელა.   


ხონის მუნიციპალიტეტში,  სოფელ ახალშენის ტერიტორიაზე,  ნატანი მასისგან წყალგამანაწილებელი არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ახალშენის დაახლოებით 155 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურება გაუმჯობესდა.  


საქართველოს მელიორაციამ   ექსპლუატაციის ღონისძიებები   მაისის თვეში დაიწყო და  ივნისში დაასრულა.


აღსანიშნავია, რომ, 2012 წლიდან დღემდე,  იმერეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  წყალუზრუნველყოფილია   12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი,  სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა, დაშრობილი მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარია.