გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში იმყოფება

26-06-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქვემო ქართლში იმყოფება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილი ქალაქ რუსთავში სამრეწველო საწარმოში „რუსთავის აზოტი“ ბოლო წლებში განხორციელებულ გადაიარაღების შედეგებს გაეცნობა.


აგრეთვე, მინისტრი ქვემო ქართლის მხარეში რძის გადამმუშავებელ საწარმოში „თელეთის რძის პროდუქტები“ ფერმერებს შეხვდება და არსებულ გამოწვევებზე მიიღებს ინფორმაციას.


გარდა ამისა, მინისტრი ხრამ არხის სარწყავ სისტემაზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს და შპს საქართველოს მელიორაციის თანამშრომლებთან და მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.


დავით სონღულაშვილი სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების რეგიონულ ოფისებსაც ესტუმრება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს საქმიანობას გაეცნობა და თანამშრომლებს შეხვდება.