გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პრემიერი - ქართული ჯარი ჩვენი განსაკუთრებული სიამაყეა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებაზე

27-06-2025

სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე, მათ შორის, ხორციელდება მნიშვნელოვანი ინვესტიციები ეროვნულ სამხედრო მრეწველობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სამხედროების სოციალური მხარდაჭერა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.


„ამ მიმართულებითაც გაგრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი ზომების მიღება. ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. მუშაობა მიმდინარეობს 133 ობიექტის განახლება/მშენებლობაზე, რაც თავდაცვითი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. 320 მლნ ლარის პროექტები ხორციელდება, ასევე -ჯარის ქალაქის მშენებლობა. ესეც არის მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, რომელიც განკუთვნილია ჩვენი ჯარისკაცებისთვის. ქართული ჯარი არის ჩვენი განსაკუთრებული სიამაყე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გაგრძელდეს ზრუნვა ჯარის განვითარებაზე და თითეული ჯარისკაცის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე", - განაცხადა პრემიერმა.