გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

პრემიერი: რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია

27-06-2025

რთველისთვის მზადება უკვე დაწყებულია და ვფიქრობ, პროცესი წარიმართება ხარვეზების გარეშე, მთელი გუნდი მობილიზებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.


მისივე თქმით, შარშანდელი რთველი წარმატებით ჩატარდა და წლევანდელი პროცესის ორგანიზებაშიც მთელი გუნდი აქტიურად ჩაერთვება.


„ყველა მობილიზებულია, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო. თავიდან ბოლომდე ვიქნებით ჩართული ამ საკითხების ორგანიზებაში,"- განაცხადა პრემიერმა.