გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: მსოფლიოში პირველი პრეცენდენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას - ასეთი რამ მემგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს

30-06-2025

მსოფლიოში პირველი პრეცენდენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია.


„მსოფლიოში პირველი პრეცენდენტია, როდესაც ოპოზიციონერი შიმშილობს და მოთხოვნებს უყენებს ოპოზიციას. ასეთი რამ მემგონი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. ეს მეტყველებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც არის რადიკალურ ოპოზიციაში. ეს თავისთავად, კარგია იმისათვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდი განვითარება. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია. ოთხი პარტია, 40 ენჯეო, ევროპული ბიუროკრატიის დაფინანსება, მთელი „დიფ სთეითი", ყველა ერთად იყო ჩართული და პიკზე 2000 „ქართველი ხალხი" გამოიყვანეს. ეს არის დღეს რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობა", - განაცხადა პრემიერმა.