გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

პრემიერი გერმანიის ელჩის ელენე ხოშტარიასთან შეხვედრაზე: ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა და ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება

30-06-2025

არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


კითხვაზე, როგორც შეაფასებდა გერმანიის ელჩის ქმედებას პარლამენტის წინ მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის თაობაზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ვენის კონვენციის დარღვევა და ეს არის ადამიანის მხრიდან თვითდაზიანების წახალისება.


„არც ერთი მიმართულებით არ შეიძლება, ჩვენ ვიყოთ ტოლერანტული იმ არასწორი ქმედების მიმართ, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული ელჩები. ვენის კონვენციის დარღვევაც არის მიუღებელი და თვითდაზიანების წახალისებაც არის აბსოლუტურად მიუღებელი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.