გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა: თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან არ უნდა, არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან არ უნდა

30-06-2025

გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა, მთელი ოპოზიცია, მათ შორის, მისი პოლიტიკური პარტიაც და თვითონ გახარიაც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გახარიას და მის გეგმებს შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რომ ოპოზიცია და, მათ შორის, გახარია მსგავს მდგომარეობაში არიან, ამ ყველაფერში განსაკუთრებული წვლილი რადიკალური ოპოზიციის პატრონებს მიუძღვით.


„გახარია თვითონ ვერ ჩამოყალიბდა, რა უნდა. თან გაქცეულია, თან ქვეყანაში უნდა, თან - არ უნდა. არჩევნებში უნდა მონაწილეობა, თან - არ უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ შანსებიც საკმაოდ შესუსტებული აქვს. აქედან გამომდინარე, მთელი ოპოზიცია და მათ შორის, ეს პოლიტიკური პარტიაც და ეს ადამიანიც არიან სრულ გაურკვევლობაში, აქამდე მიიყვანეს პატრონებმა. რა თქმა უნდა, ჩვენც დავეხმარეთ, მაგრამ პირველ რიგში, ამ ყველაფერში განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის რადიკალური ოპოზიციის პატრონებს,"- განაცხადა პრემიერმა.