გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ბიძინა ივანიშვილი: პირველ ტურში ეს შედეგი მივიღეთ იმიტომაც, რომ ხელისუფლებას კონსტრუქციული ოპოზიცია არ ჰყავდა

20-11-2018

პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოში ისევე როგორც ეკონომიკა, პოლიტიკური ისტებლიშმენტიც ღარიბია.


ეს განცხადება ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა.


"დღეს ოპოზიცია პრობლემაა. მათ, ვინც ჩვენი ძირითადი პოლიტიკური კონკურენტები არიან, მე პარტიას და ოპოზიციას ვერ დავარქმევ. დღეს საქართველოში ისევე როგორც ეკონომიკა, პოლიტიკური ისტებლიშმენტიც ღარიბია. პრობლემაა, რომ დღეს საზოგადოებას თეთრსა და შავს შორის უწევს არჩევნების გაკეთება, ეს ძალიან ცუდია.


ამით ხელისუფლებაც პარაზიტირებს, რომ მათ ისევ "ნაცმოძრაობასთან" უწევთ კონკურენცია. არჩევანი უნდა იყოს კარგსა და საუკეთესოს შორის და ჩვენ ამას მივაღწევთ.


პირველ ტურში ეს შედეგი მივიღეთ იმიტომაც, რომ ხელისუფლებას კონსტრუქციული ოპოზიცია არ ჰყავდა. იმ ფონზე, როდესააც ის ძალა თეთრზე მუდამ შავს იძახის, და იმ ფონზე, რომ არ მიდის კონსტრუქციული, დასაბუთებული კრიტიიკა, ამან გაანებივრა მმართველი გუნდი, რომ დაეშვა შეცდომები. ვითარება კლასიკურად განვითარდა: როდესაც ოპოზიცია არ გყავს, პროცესები შიგნით გუნდში იწყებას და სწორედ ეს დავინახე მე, როდესაც პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე"-განაცხადა ივანიშვილმა.