გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სოფელ ეწერში სარწყავი არხები იწმინდება

1-07-2025

შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  ფარგლებში,   ეწერის  სარწყავ სისტემაზე   სამუშაოებს ახორციელებს.   


თერჯოლის მუნიციპალიტეტში,  სოფელ ეწერის ტერიტორიაზე,  ნატანი მასისგან  არხის 2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.


ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა და მუნიციპალიტეტში   165 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება  გაუმჯობესდება, რაც აგროწარმოების შესაძლებლობას გაზრდის.


საქართველოს მელიორაცია   ექსპლუატაციის ღონისძიებებს საკუთარი ძალებით ახორციელებს.


აღსანიშნავია, რომ, 2012 წლიდან დღემდე,  იმერეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  წყალუზრუნველყოფილია   12 075 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი,  სარწყავი წყლის მიწოდება 15 265 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდა, დაშრობილი მიწის ფართობის რაოდენობა 3 385 ჰექტარია.