გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

თავდაცვის მინისტრმა უნგრეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

3-07-2025

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.


ირაკლი ჩიქოვანმა უნგრეთის ელჩს, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.


შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული პარტნიორობის დადებითი დინამიკა.


ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციასა და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობაზე.


ანა მარია შიკომ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში უნგრეთის მომავალი ელჩი, ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობასა და პარტნიორობას კიდევ უფრო გაამყარებს.


ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.