გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით სონღულაშვილმა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

3-07-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ანა მარია შიკოსთან დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა ისაუბრა უნგრეთის რესპუბლიკასთან სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ, ელჩს მადლობა გადაუხადა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


ანა მარია შიკოს განცხადებით, საქართველო უნგრეთის საიმედო პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რაც მომავალში ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების მტკიცე საფუძველს წარმოადგენს.