გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პარიზის მთავარ ქუჩებში საქართველოს ტურისტული ბანერები განთავსდა

4-07-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში,  საფრანგეთის ქალაქებში: პარიზსა და ლიონში საქართველოს შესახებ მოძრავი ბანერები განთავსდა. პარიზში, შანზელიზეს, შარლ დე გოლისა და სხვა ტურისტულად დატვირთულ ქუჩებსა და მოედნებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების ამსახველი 30-ზე მეტი ბანერია წარმოდგენილი, სადაც გამვლელებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ბუნებას, ქალაქებს, კულტურასა და საინტერესო ადგილებს. კამპანიის ფარგლებში, ბანერები საფრანგეთის ქალაქებში სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსდება. 


კამპანიის მნიშვნელობაზე საუბრობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.


„საფრანგეთში მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია, პარიზისა და ლიონის ქუჩებში საქართველოს ხედებია გამოფენილი. ჩვენ გვაქვს „როუდ შოუები“, B2B შეხვედრები, პრეზენტაციები, სხვადასხვა ტიპის აქტივობები, სადაც ტურისტებს მოვუწოდებთ, რომ წელს საქართველო აირჩიონ სამოგზაურო მიმართულებად“,-განაცხადა მაია ომიაძემ.