გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს თავდაცვის ძალებში რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა

6-07-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებს შორის რთულ რელიეფზე მარშირებაში ტურნირი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით, შეჯიბრება მცხეთის რაიონის სოფელ ლელუბანში დაიწყო და დაბა ნორიოს გავლით მამკოდას ტყე-პარკში დასრულდა. 30 კილომეტრიანი მარშრუტი სხვადასხვა სირთულის რელიეფისა და ბუნებრივი დაბრკოლებების გადალახვას მოიცავდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ტურნირში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 34 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. შეჯიბრების ბოლოს გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილისა და თასის მფლობელი, მესამე ქვეითი ბრიგადა გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი, მესამე ქვეითი ბრიგადისა და სპეციალური ოპერაციების სარდლობის რეინჯერთა ბატალიონის წარმომადგენლებმა გაინაწილეს.


ღონისძიება სამხედროების ფიზიკური მზადყოფნის გაძლიერებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ისახავდა მიზნად.