გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ონში მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია იგეგმება

7-07-2025

ქალაქ ონში, სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაცია იგეგმება.

 

ონის მუნიციპალიტეტის მერმა - სერგი ხიდეშელმა სააკაძისა და დგვარელის ქუჩებზე არსებული მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმნტაციის ავტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

პრეზენტაციას მერის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სავანეთის რწმუნებულის მოადგილე - ალუდა თუთისანი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე პროექტის ავტორმა მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციაზე დეტალურად ისაუბრა, რაც მოიცავს კორპუსების ფასადების, სახურავებისა და სადარბაზოების რეაბილიტაციას.

  

ხელმძღვანელი პირების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები და მცირედი შენიშვნები რაც გათვალისწინებული იქნება საბოლოო ვარიანტში.

 

საპროექტო დოკუმენტაციის ღირებულება 23 400 ლარს შეადგენს, ხოლო პროექტის ღირებულება 3,5 მილიონს.