გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

7-07-2025

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მერის პირველ მოადგილესთან დავით ქისიშვილთან და მოადგილესთან ზურაბ კოპაძესთან ერთად კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოს გაეცნო.

 

სპორტულ მოედანზე დემონტაჟის სამუშაოების შემდეგ მოედნის აღდგენითი სამუშაო დაიწყო, სადაც ამჟამად არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.

 

პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური მწვანე ბალახის საფარის, კალათბურთის ფარების, ფეხბურთის კარების და ბადეების განახლებას.

 

სპორტული მოედნის მიმდებარედ, სადაც გასულ წელს გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორბი მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცის მშენებლობაცაა გათვალისწინებული. პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივები და ბავშვები ერთ სივრცეში განთავსებული სპორტული ინფრასტრუქტურითა და გასართობი საშუალებებით ისარგებლებენ” - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.