გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

8-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ბრალდებით, 1954 წელს დაბადებული ო.ღ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა არარეგისტრირებული სახერხი საამქრო, რომლის დათვალიერების შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ე.წ. ლენტური ტიპის ხერხი ამოიღეს. ასევე, საამქროს ტერიტორიაზე ნახეს და ამოიღეს 70 ცალი წიწვოვანი ჯიშის ხის მორი.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.


აღნიშნული დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.