გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლევან უჯმაჯურიძე ევროკავშირის მრჩეველს, ნუტრიციოლოგ ბრიჯიტ ფენს შეხვდა

9-07-2025

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს,Capacity 4 Nutrition (C4N) ინიციატივის ფარგლებში,ევროკავშირის მრჩეველი, ნუტრიციოლოგი ბრიჯიტ ფენი ეწვია. C4N ინიციატივა ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური მთავრობის (BMZ) ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მიზნადპარტნიორ ქვეყნებშიკვებითი მიმართულებითინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.

 

ვიზიტის ფარგლებში, ბრიჯიტ ფენს ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ფაქტიური კვების და ნუტრიციული კვლევების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

 

ყურადღება გამახვილდა ფაქტიური კვების ეროვნულ დონეზე განხორციელების მნიშვნელობაზე ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის, სურსათის უვნებლობის,  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და სოფლის მეურნეობის პოლიტიკისმდგრადი განვითარების საქმეში. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებსა და პერსპექტივებზე იმსჯელეს.