გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი კობახიძე: "ნაცმოძრაობის" გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება - არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

10-07-2025

"ნაცმოძრაობის" გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის თქმით, არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული.


„ნაცმოძრაობის" გადასაწყვეტი არ არის, არჩევნები როგორ ჩატარდება. არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. არჩევნები შედგება ჯანსაღ გარემოში და საქართველოს კანონმდებლობის ყველა ნორმა იქნება დაცული. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას", მათ უამრავი მცდელობა ჰქონდათ საბოტაჟის კუთხით, მაგრამ არც ერთი მათი მცდელობა არ აღმოჩნდა წარმატებული. იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც ", - განაცხადა პრემიერმა.