გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენა - "ხელოვნება გვაერთიანებს" გაიმართა

15-07-2025

გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაიმართა გამოფენა - "ხელოვნება გვაერთიანებს".


წარმოდგენილი იყო 17 ქალბატონის ხელნაკეთი ნივთები და გამოფენის ყველაზე პატარა მონაწილის რატი ბარნოვის ფერწერული ტილოები.


გამოფენაზე ძირითად გამოფენილი იყო ხელნაკეთი სურნელოვანი და დეკორატიული სანთლები, ებოქსიტისა და თაბაშირის სუვენირები, ნაქსოვი თოჯინები და აქსესუარები, ბისერებით ნაკეთები ხელჩანთები, სამკურნალო ნატურალური ზეთები და საპნები, პოლიმერული თიხის ხელნაკეთობანი, ყაისნაღით ნაქსოვები და სხვა.


გამოფენა დაათვალიერეს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა.


მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა თითოეულ მონაწილეს მადლობა გადაუხადეს შთამბეჭდავი ნივთების შექმნისთვის და წარმატება უსურვეს შემოქმედებით საქმიანობაში.